გრანიტი ბუნებრივი ქვაა, რომელიც ჩვენი პლანეტის ბევრ ადგილას მოიპოვება და როგორც ცნობილია, დედამიწა მზის სისტემაში ერთადერთი პლანეტაა, სადაც ის არსებობს, სწორედ ამიტომ სხვადასხვა წყაროებში გრანიტს “დედამიწის სავიზიტო ბარათს” უწოდებენ.
გრანიტის ქვას აქვს მარცვლოვანი სტრუქტურა კრისტალების სახით, მისი სახელიც სწორედ აქიდან გამომდინარეობს – ლათინურად “granum” მარცვალს ნიშნავს.
გრანიტი ბუნებაში დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ წარმოიშვა. ცოტამ თუ იცის, რომ ეგვიპტეში პირამიდების ნაწილი გრანიტის ბლოკებისგანაა შექმნილი, ასევე ამ ქვისგან აშენდა მრავალი შენობა ინდოეთსა და ძველ რომში… შენობები, რომლებიც დღესაც იპყრობს ჩვენს ყურადღებას.
ქვის შემადგენლობა და სახეები
გრანიტი წარმოიშვება გამდნარი მაგმისგან (გამაგრებული ვულკანური ლავა), დედამიწის ქერქის სიღრმეში ნელ-ნელა ქვავდება, კრისტალდება და მილიონობით წლის განმავლობაში არსებობს.
ქვის ქიმიური ფორმულა წარმოდგენილია ისეთი ელემენტებით, როგორიცაა რკინა, კალციუმი, მაგნიუმი და სხვადასხვა ტუტეები. აღსანიშნავია, რომ სწორედ მინერალური შემადგენლობა განსაზღვრავს ქვის ფერს, გარკვეული ელემენტების რაოდენობა იწვევს გრანიტის ღია თუ მუქ შეფერილობას.
გრანიტი განსხვავდება, როგორც მინერალური შემადგენლობით, ასევე სტრუქტურითა და მარცვლის ზომით, რაც მის ხარისხზეც აისახება – კვარცის მაღალი, ხოლო მიკას დაბალი შემცველობის მქონე ქვა ითვლება უმაღლეს ხარისხად.
რაც შეეხება მარცვლების-გრანულების ზომებს: 1 სმ-ზე დიდი გრანულების მქონე ქვას მსხვილმარცვლოვანს უწოდებენ; 2-დან 10 მმ-მდე – საშუალო მარცვლოვანია; ხოლოდ 2 მმ-ზე ნაკლები გრანულები გრანიტის მცირე მარცვლოვანებაზე მიუთითებს.
სად და როგორ გამოიყენება გრანიტის ქვა
გრანიტი გამოიყენება როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში ეზოს მოსაპირკეთებლად თუ შენობების ფასადებისთვის, არქიტექტურული ელემენტებსა და მშენებლობაში…
Sali Stone-ის გუნდი დაგეხმარებათ, თუ თქვენ გჭირდებათ:
ქვის მრავალმხრივი დანიშნულების მიზეზი მის უპირატესობებსა და თვისებებშია.
გრანიტის ქვის უპირატესობები
* ქვა უძლებს 20 ტონაზე მეტი წონის დატვირთვას – ეს დამოკიდებულია ფილის ზომასა და სისქეზე (5 სმ. სისქის სტანდარტული ფილა 20 ტონა დატვირთვას უძლებს).
* უსაფრთხოება გადაადგილებისას – არ არსებობს ფეხის ასრიალების საფრთხე, ქვის კონკრეტული ტიპის დამუშავების შემთხვევაში. შესაბამისად, ხშირად იყენებენ საფეხურებად, ასევე ეზოსა და აუზის პოსაპირკეთებლად, რათა მინიმუმამდე დავიდეს ფეხის ასრიალების საფრთხე.
* ამ ქვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი გამძლეობაა, პრაქტიკულად ის უცვეთია საუკუნეების მანძილზე.
* აქვს გამძლეობა ნაკაწრების, ლაქებისა და მჟვების მიმართ.
* ქვა ეკოლოგიურად სუფთაა, არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საზიანო მინარევებს.
* მდგრადია ტემპერატურისა და სხვადასხვა მეტეოროლოგიური მოვლენებისას.
დიზაინის მრავალფეროვნება
ყველაფერთნ ერთად, გრანიტი გამოირჩვა ვიზუალური მრავალფეროვნებით, ფორმებითა და ფერებით. არსებობს თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი, წითელი, მოლურჯო-მწვანე, ნარინჯისფერი, ყავისფერი და შავი, თუმცა ყველაზე გავრცელებულ და მოთხოვნად ფერად ნაცრისფერი რჩება, რადგან იდეალურად ჯდება ნებისმიერი დიზაინის ინტერიერისა თუ ექსტერიერში, ამასთნავე მარტივად მოსავლელია. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ფერები მის შემადგენლობაზეა დამოკიდებული – თუ ქვის შემადგენლობაში ბევრი სილიციუმის დიოქსიდია, მაშინ უფრო ღია ჩრდილები ჭარბობს. ფერი ასევე დამოკიდებულია კლდის საბადოზე, მაგალითად ესპანეთში ყველაზე ხშირად მოიპოვება ღია მწვანე და ვარდისფერი გრანიტი.
გრანიტის ფილების მრაფალფეროვანი ტექსტურა, მისი დამუშავების სხვადასხვა მეთოდით მიიღწევა. თითოეული მათგანი ფილას ინდივიდუალურ და უნიკალურ ვიზუალურ ეფექტს სძენს.
გრანიტის ფილა შეიძლება იყოს:
- გაპრიალებული
- ხაოიანი
- დაუმუშავებელი
- დაცეცხლილი
ზემოთ ჩამოთვლილი დამუშავების ტიპები, ფერთან და ფილის ზომებთან ერთად საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ სასურველი დიზაინი!
როგორ მოვუაროთ გრანიტის ფილებს?
გრანიტი საკმაოდ მარტივად მოსავლელი მასალაა, მთავარია რეგულარულად დაასუფთავეთ ის. არ გამოიყენოთ ის საშუალებები, რომლებსაც იყენებთ სხვა ხელოვნური ზედაპირების დამუშავებისას, ასევე მოარიდეთ ზედაპირს მაღალი მჟავიანობის შემცველი პროდუქტი.
შესაძლებელია სპეციალური გამწმენდის გამოყენებაც – არსებობს მრავალი სპეციალური საწმენდი. ეს საშუალებები საკმარისად ეფექტურია ლაქების მოსაშორებლად. გასათვალისწინებელია ის ფაქტორი რომ თქვენს მიერ გამოყენებულ საწმენდს არ ჰქონდეს აბრაზიული თვისებები, რამაც შეიძლება დააზიანოს იატაკი. შეგიძლიათ შეამოწმოთ სითხის ხარისხი გრანიტზე მცირე რაოდენობის სითხის წასმით, რათა ნახოთ როგორ რეაგირებს ის.
ყველაზე ხშირად დასმული კითხვები
- როგორაა შესაძლებელი გრანიტის გამოყენება?
✓ გრანიტი გამოიყენება როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში – ეზოს მოსაპირკეთებლად, კიბის საფერხურებისა თუ შენობების ფასადებისთვის.
- რა მინერალებისგან მზადდება გრანიტი?
✓ გრანიტი არის კლდე, რომელიც შედგება 60-65% ფელდსპარი, 25-35% კვარცი, 5-10% მიკა – ბიოტიტი/მუსკოვიტი. გრანიტების ფერები და სიძლიერე დამოკიდებულია ამ ძირითადი კომპონენტების თანაფარდობაზე.
- რა წონის დატვირთვას უძლებს?
✓ 20 ტონაზე მეტს, რაც დამოკიდებულია ფილის ზომასა და სისქეზე (5 სმ. სისქის სტანდარტული ფილა 20 ტონა დატვირთვას უძლებს).
ამასთან, გრანიტი მდგრადია წვიმის, თოვლის, ქარისა და მჟავების მიმართ. მისი კომპრესიული ძალა ორჯერ აღემატება მარმარილოს.
- გადაადგილებისას სრიალებს ფეხი?
✓ ფაქტობრივად არ არსებობს ფეხის ასრიალების საფრთხე, ქვის კონკრეტული ტიპის დამუშავების შემთხვევაში
რატომ Sali Stone?
ჩვენი ნიშა და კომპანიის განვითრების ძირითადი სტრატეგია, საქართველოში მაქსიმალური სიზუსტითა და ევროპული ხარისხით დამუშავებული ბუნებრივი ქვების რეალიზაციაა.
ერთი წლის დააარსდა თანამედროვე ტიპის ქვის გადამამუშავებელი საამქრო, რომელიც გარდა შიდა ბაზრისა, ასევე ორიენტირებულია ექსპორტზე – რაც თავის თავში ხარისხის მუდმივ კონტროლსა და განვითარებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ საწარმომ, სადაც ახლა Sali Stone-ის გუნდი მუშაობს, ფაქტობრივად ახალი სიცოცხლე შეიძინა – ბუნებრივი ქვების გადამუშავება აქ 90-წლებიდან მიმდინარეობდა და 30 წლიანი გამოცდილება აქვს.
საწარმოს შესყიდვის შემდეგ, წარმატებით ჩატარებული რეორგანიზაციისა და დაზგა-დანადგარების განახლების შედეგად ვმუშაობთ, როგორც მეოცე საუკუნის, ასევე თანამედროვე აღჭურვილობით – შედეგად, ნაწარმი ზუსტია და მაღალი ხარისხის!