ბლოგი

ეზოს მოპირკეთება ბუნებრვი ქვებით

ეზოს მოპირკეთება

თუ თქვენც ფიქრობთ, რომ ეზოს მეტად ამშვენებს ქვით მოპირკეთება, ჩვენ აქ ვართ, ბუნებრივი ქვის უცვეთობა და ვიზუალური მრავალფეროვნება გარანტირებულია!

Შესაძლოა გადაწყვიტოთ ეზოს ფილებით მოპირკეთება, ან ქაფენილი არჩიოთ. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და თან სტრატეგიული გათვლა საფეხმაბლო ბილიკებია, აქვე ნურც დეკორაციებს დაივიწყებთ სრულყოფილი შედეგისთვის. 

   ქვაფენილი როგორც კლასიკური გადაწყვეტა, ვიზუალის გარდა სხვა სიკეთეებსაც გულისხმობს, ეს არის განსაკუთრებულად სქელი ქვის ნაჭრები, რის გამოც მას ქალაქებში მაღალი გამავლობის გზებზე აგებდნენ მრავალი წლის წინაც. ქვაფენილი შესაძლოა ბევრნაირი ფორმით დაიგოს, ასე რომ დიზაინზე ფიქრი შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ.  

    რაც შეეხება ფილებს, ეზოს დიზაინისთვის ფილების დაგება ყველზე გავრცელებულია, რადგან ქვა შეიძლება დაიჭრას სხვადასხვა ფორმებად და ზომებად, მათ შორის კვადრატული, მართკუთხა, ექვსკუთხა და ალმასის ფორმის ფილებად. ბაზალტის, გრანიტისა და ტრავერტინის ქვის დიდი ფილები სივრცეს მოწესრიგებულ და დახვეწილ იერს სძენს.

Sali Stone -ში ფილების დამუშავების რამდენიმე მეთოდს ვიყენებთ, მათ შორისაა: დაცეცხლილი, გაპრიალებული, დაბრუჩატკებული.

   ეზოს დეკორაციები: ეზოს მოწყობისთვის გთავაზობთ გრანიტის ქვის საყვავილეებს, რომელიც გამორჩეულს გახდის თქვენს გარემოს. დახვეწილი ვიზუალის გარდა, ის არის ტემპერატურისადმი გამძლე, ასე რომ მზე  და ყინვა ვერაფერს დააკლებს. 

გარდა ამისა, გრანიტის ეზოს ქოთნები ვიზუალურად ძალიან უხდება იგივე ქვით მოპირკეთებულ გარემოს, იატაკს, ბილიკებს. ამდენად, იქმნება ერთიანი, შერწყმული და ჰარმონიული გარემო.ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მხოლოდ ვიზუალისთვის გვიკვეთავენ ქოთნებს, ისე კი, სულაც არ გეგმავენ ყვავილების დარგვას…

ბილიკები: საფეხმავლო ბილიკები ეზოს ძალიან ამშვენებს, თუმცა მის “მადლს” წვიმიან ამინდში კიდევ უფრო მეტად შეიგრძნობთ, რადგან მოწესრიგებულ და სუფთა კარ-მიდამოს შეგინარჩუნებთ. 

საკუთარი სახლის ეზოს მოწყობისთვის ბუნებრივი ელემენტების ჩართვა, როგორიცაა ქვა, საოცრად ერწყმის გარემოს, ქმნის ჰარმონიულ და მიმზიდველ ატმოსფეროს ირგვლივ.

ბუნებრივი ქვის უპირატესობები 

სიძლიერე და გამძლეობა: ბუნებრივი ქვის მოსაპირკეთებელი საფარი არსებითად გამძლეა, შეუძლია გაუძლოს მკაცრ ამინდს, სიცივესა და სიცხეს.

მინიმალურად საჭიროებს მოვლას: წყლით წმენდა, როგორც წესი, საკმარისია იატაკის სისუფთავის შესანარჩუნებლად. ძირითად შემთხვევაში, ბუნებრივი ქვა არ საჭიროებს სპეციალიზებულ საწმენდ საშუალებებს.

ვიზუალური მრავალფეროვნება: ბუნებრივი ქვის უნიკალური ფერები და ტექსტურები სილამაზეს მატებს თქვენს ეზოს. უნდა აღინიშნოს, რომ ტრავერტინის ქვა ძირითადად, ორი ფერისაა – თეთრი და კრემისფერი, რის გამოც ის ნებისმიერ ადგილს ექსტერიერსა თუ ინტერიერს დახვეწილობას ანიჭებს. ბაზალტი ხასიათდება მუქი შეფერილობით, თუმცა ზოგიერთი ბაზალტი საკმაოდ ღია ფერისაა, პლაგიოკლაზის მაღალი შემცველობის გამო.

ხოლო გრანიტის ვიზუალური მრავალფეროვნების ხელშემწყობი ერთ-ერთი მთავარი ასპექტი მისი ფერის დიაპაზონია. გრანიტი მრავალი ფერის არსებობს, მათ შორის, თეთრი, შავი, ნაცრისფერი, წითელი, მწვანე, ლურჯი და ყავისფერი.

ხარჯ ეფექტურობა: ქვის გამძლეობისა და შესაბამისად არსებობს ხანგრძლივობის გამო, ეკონომიურადაც კარგი არჩევანია, რადგან არ საჭიროებს ჩანაცვლებას/გაახლებას და მოვლას.

უსაფრთხოება გადაადგილებისას: გრანიტისა და ბაზალტის ქვებს ხშირად ირჩევენ, რადგან დამუშავების ზოგიერთ ტიპის გამო ზედაპირზე მოჭიდების ძალა საკმაოდ მაღალია, რის გამოცა ფეხის ასრიალების საფრთხე მინიმუმამდეა დაწეული. ასე რომ წვიმიან დღეებშიც ბილიკებსა თუ იატაკზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტულია.

 Sali Stone გთვაზობთ, სამი ტიპის ქვას:

   გთავაზობთ გრანიტის, ბაზალტისა და ტრავერტინის ქვას. თითოეული განსხვავებული თვისებით ხასიათდება და ვიზუალურადაც განსხვავდება, რაც მრავალფეროვანი არჩვანის საშუალებას გაძლევთ. 

ბაზალტი – ბაზალტის ფილები უაღრესად გამძლეა და შეუძლია გაუძლოს მკაცრ ამინდს, ხშირად გამოიყენება მშენებლობაში, მისი გამძლეობის გამო, ასევე იყენებენ გზების მოსაპირკეთებლად, რადგან აქვს უნარი გაუძლოს დიდი წონის დატვირთვას. 

ტრავერტინი– საუკეთსო არჩევანია გარე მოპირკეთებისთვის, რადგან შეუძლია გაუძლოს ნებისმიერ ამინდსა და ეროზიას. აქვს თბოიზოლაციის უნარი, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე გამძლე ვარიანტად აქცევს გარე გამოყენებისთვის, სადაც ტემპერატურის სტაბილურობა მნიშვნელოვანია. იდეალურია აუზების გარშემო სივრცის მოსაპირკეთებლად.

გრანიტი – ცნობილია თავისი სიმკვრივითა და უცვეთობით. იდეალურ არჩევანია ფარეხისთვის, რადგამ უძლებს ათობით ტონის დატვირთვას.

ის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ბუნებრივი ქვაა ბაზარზე.

Რატომ Sali Stone? 

სერვისის გერმანული ხარისხი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, გამოცდილი ოსტატებით დაკომპლექტებული გუნდისა და თანამედროვე დანადგარების დამსახურებაა.

პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა და გამოცდილება, ესაა გუნდის წარმატების ფორმულა და თქვენი მოლოდინების  100%-ით გამართლების წინაპირობა