ლათინურად granum მარცვალს ნიშნავს, გრანიტის ქვას აქვს მარცვლოვანი სტრუქტურა, კრისტალების სახით, სწორედ ეს განაპირობებს მის სახელს.
გრანიტის წარმოშობა და შემადგენლობა
გრანიტი წარმოიშვება გამდნარი მაგმისგან. დედამიწის ქერქის სიღრმეში ნელ-ნელა ქვავდება, კრისტალდება და მილიონობით წლის განმავლობაში არსებობს.
გრანიტი ძირითადად შედგება რკინის, კალციუმის, მაგნიუმისა და სხვა მინერალებისგან. როგორიცაა მიკა და ამფიბოლი. გრანიტის ფილებში მინერალური შემადგენლობები განსაზღვრავს ქვის ფერს, გარკვეული ელემენტების რაოდენობა იწვევს გრანიტის მუქ თუ ღია შეფერილობას.
სად მოიპოვება გრანიტი?
გრანიტის ქვა მოიპოვება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია. ეს ის ქვეყნებია, სადაც ყველაზე უხვად მოიპოვება გრანიტის ქვა.
სად მოიპოვება გრანიტის ქვა საქართველოში?
გრანიტის ქვა გვხვდება საქართველოს სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ქუთაისსა და იმერეთში. კურსები არის ადგილი ქუთაისში, სადაც მთვარი საბადოებია გრანიტის, მას იცნობენ როგორც ,,კურსების გრანიტი”. ჩვენ თეთრიწყაროს კერებიდან მოვიპოვებთ გრანიტს.
გრანიტის ქვის უპირატესობები
- ქვა უძლებს 20 ტონაზე მეტი წონის დატვირთვას – ეს დამოკიდებულია ფილის ზომასა და სისქეზე (5 სმ. სისქის სტანდარტული ფილა 20 ტონა დატვირთვას უძლებს). აღსანიშნავია მისი გამძლეობა ნაკაწრების, ლაქებისა და მჟვების მიმართ.
- გრანიტის ქვა უძლებს მაღალ ტემპერატურას. ამასთან, გრანიტი მდგრადია წვიმის, თოვლის, ქარისა და მჟავების მიმართ. მისი კომპრესიული ძალა ორჯერ აღემატება მარმარილოს.
- საჭოროებს მარტივ მოვლასა და გაწმენდს, იდეალურ მდგომარეობაში ნარჩუნდება დიდი ხნის განმავლობაში.
- დიზაინის მრავალფეროვნება – ქვა გამოირჩვა ვიზუალური მრავალფეროვნებით, ფორმებითა და ფერებით. თუმცა ყველაზე გავრცელებულ და მოთხოვნად ფერად ნაცრისფერი რჩება, რადგან იდეალურად ჯდება ნებისმიერი დიზაინის ინტერიერისა თუ ექსტერიერში. ასევე აღსანიშნავია რომ გარდა ვიზუალური ესთეტიკისა, ნაცრისფერი გრანიტის ქვა შედარებით მარტივად მოსავლელია. გრანიტის ფილების მრაფალფეროვანი ტექსტურა, მისი დამუშავების სხვადასხვა მეთოდით მიიღწევა: გრანიტის ფილა შეიძლება იყოს: გაპრიალებული, ხაოიანი, დაუმუშავებელი და დაცეცხლილი.
- გადაადგილებისას არ სრიალებს ფეხი, ქვის კონკრეტული ტიპის დამუშავების შემთხვევაში.
შესაბამისად, მას ხშირად იყენებენ საფეხურებად, ასევე ეზოსა და აუზის პოსაპირკეთებლად, რადგან მინიმუმია ფეხის ასრიალების საფრთხე.
- ქვა ეკოლოგიურად სუფთაა, შესაბამისად არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საზიანო მინარევებს.
როგორ და რისთვის გამოიყენება გრანიტის ქვა
გრანიტის ქვა გამოიყენება როგორც ექსტერიერში ასევე ინტერიერში, შენობების ფასადებისთვისა და ეზოს მოსაპირკეთებლად.
Ხშირად გვხვდება არქიტექტურულ ელემენტებსა და მშენებლობაში.
Sali Stone-ის გუნდი გუნდი გთავაზობთ:
- გრანიტის ქვაფენილი
- გრანიტის ფილა
- გრანიტის კიბის საფეხური
- გრანიტის ბორდიული
როგორ მოვუაროთ გრანიტის ფილებს?
გრანიტის ქვა საკმაოდ მარტივად მოსავლელი მასალაა, მთავარია რეგულარულად დასუფთავდეს ის. არ გამოიყენოთ მაღალი მჟავიანობის შემცველი პროდუქტი.
შესაძლებელია სპეციალური გამწმენდის გამოყენებაც. ეს საშუალებები საკმარისად ეფექტურია ლაქების მოსაშორებლად (რაც ძალიან იშვიათია). თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ თქვენ მიერ გამოყენებულ საწმენდს არ ჰქონდეს აბრაზიული თვისებები, რამაც შეიძლება დააზიანოს იატაკი.
რატომ Sali Stone?
ჩვენი ნიშა და კომპანიის განვითრების ძირითადი სტრატეგია, საქართველოში მაქსიმალური სიზუსტითა და ევროპული ხარისხით დამუშავებული ბუნებრივი ქვების რეალიზაციაა.
თანამედროვე ტიპის ქვის გადამამუშავებელი საამქრო, უკვე 20 წელია რაც ბუნებრივი ქვების მოპოვებითა და დამუშავებით არის დაკავებული.
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია როგორც შიდა შიდა ბაზარზე, ასევე ექსპორტზე – რაც მუდმივ კონტროლსა და განვითარებას გულისხმობს. 2001 წლიდან მოყოლებული ვაკმაყოფილებთ როგორც ქართული ბაზარს, ასევე 2021 წლის ზაფხულიდან უკვე გაგვაქს ჩვენი პროდუქცია გერმანიაში.
აღსანიშნავია, რომ საწარმომ, სადაც ახლა Sali Stone-ის გუნდი მუშაობს, ფაქტობრივად ახალი სიცოცხლე შეიძინა – ბუნებრივი ქვების გადამუშავება აქ 90-წლებიდან მიმდინარეობდა და 30 წლიანი გამოცდილება აქვს.
წარმატებით ჩატარებული რეორგანიზაციისა და დაზგა-დანადგარების განახლების შედეგად ვმუშაობთ, როგორც მეოცე საუკუნის, ასევე თანამედროვე აღჭურვილობით, ამასთან მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ოსტატებით დაკომპლექტებული გუნდი არის გარანტი ზუსტი და მაღალი ხაირისხის.
სალი სთოუნის გუნდი მზად არის გემსახუროთ და მოგაწოდოთ მაგალი ხარისხსის სერვისი და პროდუქცია.