ამ ბლოგში თქვენ გაეცნობით რჩევებს, ეზოს დიზაინის მოსაწყობად ოპტიმალური ბიუჯეტით. ჩვენ გაგიზიარებთ იმ ,,საიდუმლოებს”, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ პატარა სივცე უფრო დიდად წარმოაჩინოთ, ფერებისა და მასალის სწორი შერჩევით.
Როგორ მოვაწყოთ ეზო ბიუჯეტურად?
ეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, სინამდვილეში ყველაფერი არცისე რთულადაა, მთვარია კრეატივი და სწორი დაგეგმარება. თქვენი აგარაკის ეზოს დიზაინისთვის კომპანია Sali Stone გთავაზობთ სამი ტიპის ქვას: ბაზალტი, ტრავერტინი და გრანიტი, ასევე ეზოს დეკორაციებს, მაგალითად გრანიტის ქოთანი.
არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლეთა გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ სრულფასოვნად მოაწყოთ თქვენი სივრცე:
1. აარჩიეთ მასალა პრაქტიკულობის მიხედვით
ეზოში აუზის ირგვლივ მოსაპირკეთებლად ან თუნდაც წვიმიან სეზონებზე უსაფრთხო გადაადგილებისთვის გრანიტისა თუ ბაზალტის ქვები შესაფერისი არჩევანია, რადგან მათზე თითქმის არ არსებობს ფეხის ასრიალების საფრთხე, ქვის კონკრეტული ტიპის დამუშავების შემთხვევაში. ასევე გამძლეა ლაქების, ნაკაწრების და მჟავების მიმართ.
ბაზალტის ბუნებრივი ტექსტურის, ფოროვანი და ოდნავ უხეში ზედაპირის გამო კი, ზედაპირზე ასრიალების საფრთხე მინიმალურია, წვიმიან ამინდშიც კი.
2. არ გამოგრჩეთ ვიზუალური მხარე
უსაფრთხოების გარდა მნიშვნელოვანია ეზოს გაფორმება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია განსაზღვროთ რა სფეროებზე გსურთ ფოკუსირება და რა ელემენტებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია კრეატივი, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი ნივთები, მაგალითად ძველი ავეჯი, ქოთნები და საბურავებიც კი. ეზოს მოწყობა ძველი ნივთებით საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ თანხები და მოაწყოთ ეზო იაფად.
ეზოს განსაკუთრებულად უხდება ქვაფენილი, ის მყურდო გარემოს ქმნის. ამავე დროს, ძალიან მოსახერხებელია წვიმიან ამინდებში, რადგან არ დგება გუბეები და ფეხის ასრიალების საფრთხე თითქმის არ არსებობს. ეზოს ასევე ამშვენებს ბილიკები, ისინი როგორც ვიზუალურად ალამაზებს ეზოს, ასევე შეგინარჩუნებთ მოწესრიგებულ და სუფთა კარ-მიდამოს წვიმიან ამინდშიც კი.
სრულყოფილებისთვის Sali Stone -ის გუნდი გთვაზობთ კიბის საფეხურებსა და ბორდიურებს. ბორდიურები ძალიან დაამშვენებს თქვენ ეზოს თუ მცენარეეების დარგვა გსურთ, ბორდიური გამჰოყოფს მცენარეს სასიარულო ტერიტორიისგან, ეს კი როგორც მოსახერხებელი, ასევე ესთტიკურია.
მცენარეებისთვის ორიგინალური საყვავილე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ეზოს გასაფორმებლად. ჩვენს საწარმოში ვამზადებთ დახვეწილი ვიზუალის და ტემპერატურისადმი მაღალი გამძლეობის გრანიტის ქოთნებს. გასათვალისწინებელია, რომ ერთი და იგივე მასალის გამოყენაბა გარემოს ვუზუალურად უფრო დახვეწილს ხდის, მაგალითად გრანიტის ბოირდიურებსა და ბილიკს ძალიან მოუხდება ამავე მასალის ყვავილის ქოთნები.
ქვის მრაფალფეროვანი ვიზუალი, მისი დამუშავების სხვადასხვა მეთოდით მიიღწევა: ფილა შეიძლება იყოს გაპრიალებული, ხაოიანი, დაუმუშავებელი და დაცეცხლილი,
რაც არჩევანის მრავალფეროვნებას გიქმნით.
3. მასალი გამძეობა
შეარჩიეთ გამძლე მასალა, ასე დაზოგავთ თანხებს და დროსაც, რადგან არ მოგიწევთ ერთი და იგივე ტერიტორიის რამდენჯერმე გაკეთება.
გრანიტის ქვა უძლებს 20 ტონაზე მეტი წონის დატვირთვას – ეს დამოკიდებულია ფილის ზომასა და სისქეზე (5 სმ. სისქის სტანდარტული ფილა 20 ტონა დატვირთვას უძლებს).
შესაბამისად, მისი გამძლეობის გამო ის გამოიყენება, როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში ეზოს მოსაპირკეთებლად, შენობების ფასადებისთვის, არქიტექტურული ელემენტებსა და მშენებლობაში…
Რაც შეეხება ბაზალტს, მასაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს, იყენებენ სამშენებლო მასალად რადგან ის არის მყარი და მკვრივი მასალა. ასევე იდეალურია ეზოს მოსაპირკეთებლად რადგან უძლებს ნებისმიერი ამინდის ზემოქმედებას.
არის ცეცხლგამძლე, თავისუფლად გამოიყენება მაღალტემპერატურულ წერტილებში და რაც მთავარია ქვას შეუძლია გაუძლოს რამდენიმე ტონის დაწოლას.
აი ასე, სულ რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი და გარანტირებულია თქვენზე მორგებული მყუდრო და კომფორტული გარემო.